Wednesday, January 23, 2013

ცხოველთა სამყარო


ზემო სვანეთი მდიდარია ცხოველებით. ტყეებში ბინადრობს: მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველთაგან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი ფრინველები.

სვანური ცეკვა


სვანეთის ღირშესანიშნაობები

http://www.youtube.com/watch?v=f8sTKyd-VYQზემო სვანეთში მრავალი ადგილია, სადაც ფეხით მისვლა, ბუნებით დატკბობა და დასვენება შეიძლება. განსაკუთრებით მიმზიდველია მესტიაში: ქორულდის ტბები, ჰაწვალი და ზურულდიდან გადასახედი; ბეჩოში: გულის მყინვარის მისადგომები, ბეჩოს უღელტეხილის ჩანჩქერი; შიხრის ველი უშბის ძირას; უშგულში: შხარას მისადგომები; კალაში: კვირიკეს ეკლესიიდან გადაშლილი კავკასიონის ქედის პანორამა; მულახში: ტყე, ალპური მდელოები და მდინარის ხეობები; იფარში: თეთნულდის მისადგომები სოფელ ადიშთან; წვირმი და იელი: უღვირის გადასასვლელიდან თეთნულდისა და უშბის ხედები. ცხუმარში: ენგურის ხეობის პანორამა.

სვანური ენა

სვანური ენა ქართული ენის ერთ-ერთი უახლოესი მონათესავე ენაა, ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან) ერთად წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. სვანურ ენაში გამოიყოფა 4 დიალექტი: ბალსზემოური, ბალსქვემოური (ზემო სვანეთი); ლაშხური და ლენტეხური (ქვემო სვანეთი). 

ჰავა და კლიმატი

ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7ჩ, იანვარში -6,4ჩ, ივლისში 16,4ჩ. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25ჩ, აბსოლუტური მაქსიმუმი +35ჩ. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა. 

ტურისტული პოტენციალი

რეგიონს აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი. მთავარი ტურისტული მიმართულება: კულტურული მემკვიდრეობა და ალპური ბუნება (სვანეთი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მხარე). ტრადიციული ტურისტული მემკვიდრეობა: ალპინიზმი, მთასვლელობა, ლაშქრობა (6 პიკი 5000-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან), ეთნოგრაფიული ექსკურსიები, კულტურული მემკვიდრეობათა ნაკვალები

welcome to svaneti